ALFILL WINS PRO Elyaf Katkılı Su Yalıtım Malzemesi

საუკეთესო ჰიდროიზოლაცია; ულტრაიისფერი სხივების მდგრადი Wins PRO

Wins Pro, თხევადი, მზა გამოსაყენებლად, ელასტიური ,ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზედაპირებზე ადვილად გამოსაყენებელი, მდგრადი ულტრაიისფერი სხივების მიმართ, უფრო მაღალ ეფექტურიანი თეთრი ფერის ჰიდროსაიზოლაციო მასალა. მაღალი ხარისხით და 300% ელასტიური სტრუქტურით გამოიყენება გარე ფასადებზე, ხის სახურავებზე , ტერასებზე და უზრუნველყოფს შენობის ხანგრძლივ სიცოცხლეს. მარტივი გამოყენების გამო, დაგიზოგავთ დროს.

შეფუთვა: 20კგ

გამოყენების არეები: Alfill Wins Pro, გამოიყენება შიდა და გარე სივრცეებში, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზედაპირებზე. ასევე გამოიყენება სახურავებზე, ტერასებზე, აუზებზე, აივნებზე და პირდაპირი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ზედაპირებზე. გამოიყენება ისეთ სამშენებლო მასალებზე, როგორიცაა: ბეტონი, ბათქაში, აგური, თუნუქი და სხვა.

სტრუქტურა ნახევრად თხევადი სითხე
ფერი თეთრი
დრეკადობა 200%
ადჰეზია ბეტონზე ≥ 1,40 ნ/მმ2
სიმტკიცე ≥ 1,20 ნ/მმ2
ბზარის დაფარვა ≥ 3 მმ”

მოხმარება:

Alfill Wins-ის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ზედაპირი არ არის ნამიანი. Wins ისმევა მშრალ და სუფთა ზედაპირზე, გამოსაყენებელი არე გასაწმენდია ყველა სახის ზეთოვანი მასალისგან, ჭუჭყისა და მტვრისგან. ზედაპირის მდგომარეობიდან გამომდინარე, Wins შეიძლება გაზავდეს 100% წყლით. წყალში გაზავების შემთხვევაში ერთი პირი ისმევა პრაიმერად და გაშრობის შემდეგ ორი პირი გაუზავებელი Wins-ი ისმევა . არ გამოიყენოთ წვიმიან ან თოვლიან ამინდში. გამოყენების შემდეგ უნდა იყოს დაცული გარე ზემოქმედებისაგან და ამინდის პირობებისგან მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.

გაფრთხილება:

Alfill Wins Pro სრული ეფექტის მისაღებად, გამოყენების შემდეგ Wins Pro უნდა დაიფაროს ისეთი მასალებით როგორიცაა: დასასხმელი იატაკი, კერამიკული ფილები და მსგავსი მასალები. ასევე სიცხეში, პირდაპირი მზის ქვეშ, ძლიერი ქარის, ნისლის, ტენიან არეებში ან წვიმიან ამინდში არ გამოიყენება. ყუღადღება მიაქციეთ პროდუქტის შენახვის პირობებს. პროდუქტები არ შეინახოთ ტენიან და ცხელ გარემოში. არ გამოიყენება დაუმუშავებელ არეებზე. მუშაობისას აუცილებელია დამცავი ხელთათმანები, სათვალეები და სპეც ტანსაცმელი. მოერიდეთ თვალებთან და კანთან კონტაქტს. კანთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით და საპნით. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ და არ გამოიყენოთ ცარიელი კონტეინერები სასმელი წყლის შესანახად.

შეფუთვა და შენახვის ვადა:

შენახვა შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში მშრალ და გრილ ადგილას, გაუხსნელ შეფუთვაში, +5°C-დან +35°C-მდე ტემპერატურაზე. დაცული უნდა იყოს მზისგან და ყინვისგან. არასწორი შენახვის პირობებში ან შენახვის ვადის გასვლისას შეიძლება გაუარესდეს პროდუქტის ხარისხი.

©[2020] Alfill | World Of Construction Chemicals